წყლის მიწოდება 1 დღით იზღუდება

2021-01-22 01:05:57

22 იანვარს, კომპანია რუსთავის წყალი მე-7 მიკრორაიონში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშობს ჩაატარებს.

22 იანვარს, პარასკევს კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში, კიროვოკანის ქუჩა N23-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნულ ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, შეიცვალა წყალსადენის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 22 იანვარს, პარასკევს, დღის 12:00 საათიდან, 23 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ქალაქ რუსთავში მე-7, მე-7-ა და მე-8 მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას.

კომპანია რუსთავის წყალი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.