კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-01-21 18:09:21

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან 6 ახალი შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 100 პირს ჩაუტარდა.

რუსუდან ადამიას განცხადებითვე, დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელი ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან მიმართებაში მკვეთრადაა შემცირებული.

კორონავირუსი დაუდასტურდა "კლინიკა რუსთავში" გამოკვლეულ 1 პაციენტს. სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე სულ 7 პირი შეამოწმეს.