როგორია რუსთაველი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

2021-01-21 11:25:52

მე-3 სართულის აივნიდან გადმოვარდინილი რუსთაველი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გოგონას ხერხემალი აქვს დაზიანებული.

"ამ ეტაპზე პაციენტი რეანიმაციაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. არ აქვს თავის დაზიანებები. დაზიანებულია ხერხემალი. ახლა უკეთდება ზუსტად მრტ კვლევა და შემდგომში გადაწყდება, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ დროისთვის საბილური მდგომარეობაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" იაშვილის კლინიკის პრესამსახურში.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, გვიან ღამით, XIX მიკრორაიონში 13 წლის გოგონა მესამე სართულის აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა.

მოზარდი თავდაპირველად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" მიიყვანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი 13 წლის გოგო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები