რუსთავში კოვიდ19-ს კაცი ემსხვერპლა

2021-01-21 11:46:28

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 67 წლის მამაკაცია და ის მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მამაკაცი მათთან დადასტურებული კოვიდით 16 იანვარს შეიყვანეს.

გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში რუსთავში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა.

17-ივე შემთხვევა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოვლინდა, სადაც დღის განმავლობაში კოვიდ19-ის ანტიგენზე  დამზადებული ტესტი სულ 105 მოქალაქეს გაუკეთეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები