კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-01-19 19:10:07

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის სხვადასხვა კლინიკაში გამოკვლეულ 12 ადამიანს კოვიდ19 დაუდასტურდა.

კერძოდ, 11 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში, 40 ადამიანს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, რომელთაგან 10-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ხოლო ერთს ვირუსი PCR ტესტით დაუდგინდა.

კორონავირუსზე 8 ადამიანი გამოიკვლიეს კლინიკა "რუსთავში", ინფიცირება ერთ პირს დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები