რუსთავი 73 წლის გახდა [photo]

2021-01-19 11:57:24

რუსთავი 73 წლისაა.

რამდენიმე ათასწლეული ისტორიის მქონე ქალაქი ხელახლა 1948 წლის 19 იანვარს დაიბადა.

საბჭოთა კავშირში სწორედ 1948 წლის 19 იანვრის ბრძანებულებით დაბა რუსთავს ქალაქი რუსთავის სტატუსი მიენიჭა.

"გამოეყოს საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონს დაბა რუსთავი და გარდაიქმნას რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად",- ნათქვამია ბრძანებულებაში.

ბრძანებას ხელი საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ გ. სტურუამ და საბჭოს პრეზიდიუმის მდივანმა ვ.ეგნატაშვილმა მოაწერეს.


აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელახლა დაბადება მართმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს, ქრისტეს ნათლისღებას, ემთხვევა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები