რუსთავში კოვიდ19-ით 58 წლის ქალი გარდაიცვალა

2021-01-19 10:04:44

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას 58 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფიცირებული მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდა.

როგორ "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტი მათთან 14 დეკემბრს შეიყვანეს. ქალს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

გაიზარდა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვირუსზე 123 პირს ანტიგენზე დამზადებული ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 20-ს კოვიდი დაუდგინდა.

2 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები