ხანძარი რუსთავში [photo]

2021-01-18 17:20:45

რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში ხანძარი იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოში გაჩნდა.

ბინაში მცხოვრები პირის თქმით, ცეცხლი თავდაპირველად გაზქურიდან ფარდას წაეკიდა, შემდეგ კი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს მოედო. ხანძრის დროს დაიწვა სარეცხის მანქანა, წყლის გამაცხელებელი და ხის ფანჯარა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.