ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"დღეს საბჭოზე განხილული იქნა ეს საკითხი. არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრისგან, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმა, შეიმუშავონ ამ ორი დღის განმავლობასი გეგმა, პრინციპში მისი მონახაზებიც არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ. ეტაპობრივი.
ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება რომელიღაცა ბიზნესი ერთი ან ორი, შემდგომ იქნება დაკვირვება, რა შედეგს მოიტან.
ამ დადებითობის მაჩვენებლის, კიდევ რამდენიმე ინციდენტობის ინდიკატორის და სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა შემსუბუქდეს მეორე ეტაპზე, მესამე ეტაპზე და ასე თანდათანობით. პარალელურად ეს უნდა მოხდეს გაფართოებული ტესტირებაზე ხელმისაწვდომობით",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.