რუსთავში 4 წლის ბავშვს კოვიდ19 დაუდგინდა

2021-01-18 10:24:30

რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექციის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

1 ახალი შემთხვევაა ბავშვთა საავადმყოფოში. კორონავირუსი 4 წლის ბავშვს დაუდგინდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კლინიკის პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა, განუცხადა.

10 ახალი შემთხვევაა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას, თქმით, დღის განმავლობაში კორონავირუსზე 42 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული ტესტი ჩაუტარდა და 10 პირს ვირუსი დაუდგინდა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები