რუსთავში სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება [photo]

2021-01-19 13:32:50

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში N21 კორპუსთან არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

კონკურსი იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს, უკვე გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით რეკრეაციულ სივრცეში იგეგმება: სავალი ბილიკების რეაბილიტაცია, ზედაპირების მოწყობა სხვადასხვა ფერის ბეტონის დეკორატიული ფილებით, ბორდიურების გადაწყობა სავალი ზედაპირის დონეზე, რათა ნაწვიმარი წყლის გადასვლა მოხდეს გრუნტში. არსებული შადრევნებიდან ერთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ხოლო მეორე გადაკეთდება კულტურული ღონისძიებების ჩასატარებელ სივრცედ. პროექტის მიხედვით ასევე გათვალისწინებულია, ახალი ფანჩატურის მოწყობა. დაიდღმება ახალი საბაღე სკამები, ურნები და გაკეთდება ღამის განათება. კეთილოეწყობა გაზონი თავისი სარწყავი სისტემით. აღდგება და შეიღებება არსებული საბავშვო ატრაქციონები.

მუნიციპალური ბიუჯეტიდან სკვერის რეაბილიტაციისთვის 346 038 ლარია გამოყოფილი.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 75  კალენდარული დღეში უნდა დაასრულოს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები