რუსთაველი სპორტსმენების წარმატება

2021-01-16 18:42:55

16 იანვარი რუსთაველი სპორტსმენებისთვის წარმატების დღე აღმოჩნდა.

რუსთაველების გამარჯვებით დასრულდა როგორც კალათბურთში, ისე რაგბში გამართული მატჩები.

72:62 დასრულდა რუსთავის "რუსთავსა" და "მგზავრებს" შორის შემდგარი მატჩი კალათბურთში. დაძაბული ბრძოლა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "რუსთავმა" 10-დან 9 მატჩში მოიპოვა უპირატესობა და გამარჯვება მხოლოდ ერთ შეხვედრაში დათმო.

ასევე რუსთაველების დამაჯერებელი გამარჯვბით დასრულდა პატარძეულის "ვეფხვებსა" და "ხარებს" შორის შემდგარი შეხვედრა რაგბში. "ხარებმა" "ვეფხვებს" ანგარიშით 28:13 მოუგო. შეხვედრა შევარდენის სტადიონზე ჩატარდა და "ხარები" 2 თვიანი პაუზის შემდეგ სტადიონს სწორედ ამ წარმატებით დაუბრუნდა.