კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-01-15 18:22:35

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 17 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში კოვიდ19-ზე სულ 116 პირი გამოიკვლიეს.

2 შემოწმებული პაციენტიდან 2-ვეს აღმოაჩნდა ვირუსი "კლინიკა რუსთავში", კოვიდინფიცირებულები მკურნალობას კლინიკაში განთავსებულ ცხელების ზონაში აგრძელებენ.

რაც შეეხება გარდაცვალლების სტატისტიკას, გასული 24 საათის განმავლობაში, ქალაქში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.