ხანძარი რუსთავში

2021-01-15 16:28:37

რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი პროდუქტების მაღაზიაში გაჩნდა.

როგორც "ინფო რუსთავს" მაღაზიის მეპატრონემ განუცხადა, ცეცხლის გაჩენის მიზეზი კონდენციონერი გახდა.

"კონდენციონერი იყო ჩართული და რაშიც იყო შეერთებული იმას გაუჩნდა ცეცხლი. არაფერი არ დაგვწვია საბედნიეროდ, გადავრჩით",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მაღაზიის მეპატრონემ. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები