რუსთავში გაზის მილს ავტომობილი დაეჯახა

2021-01-12 16:31:34

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში გაზის მილსადენს ტოიოტას მარკის ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად გაზის ცენტრალური მილსადენი დაზიანდა, რის გამოც ასობით აბონენტს ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენელმა, გელა წერეთელმა, განუცხადა ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები