რუსთავში კოვიდ19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა

2020-12-28 00:40:05

რუსთავში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილებს შორის 2 ქალი და 3 კაცია. ინფიცირებულები მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდნენ.

5 პაციენტს შორის ყველაზე ახალგაზრდა 54 წლის ქალი იყო. კლინიკის ხელმძღვანელის პაპუნა ბახტაძის თქმით, ქალს მძიმე ფორმის დიაბეტი ჰქონდა, რასაც კორონავირუსი დაერთო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.

დანარჩენი ინფიცირებულები 60 წლიდან 80-წლამდე ასაკის პირები იყვნენ და მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები