რუსთავში კოვიდ19-ით ექიმი გარდაიცვალა

2020-12-30 00:02:22

რუსთავში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 82 წლის ექიმი-ბაქტერიოლოგი ჯულიეტა ხუროშვილია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ინფიცირებული მედიკოსი მკურნალობას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

ჯულიეტა ხუროშვილის მრავალწლიანი სამედიცინო გამოცდილება ჰქონდა, 2012 წლიდან კი ის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში მუშაობდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები