 
         2020-12-13 18:58:43
2020-12-13 18:58:43 
    
		
		
			რუსთავში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გარდაცვლილი 68 წლის ქალია, რომელიც მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადიოდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ქალი კოვიდ19-ის დიაგნოზით კლინიკაში ნოემბრის შუა რიცხვებში შეიყვანეს.
სუნქთვის უკმარისობის გამო ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მას პოლინეიროპათია და პარკინსონის დაავადებები ჰქონდა.
სამწუხაროდ, ქალის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
