რუსთავში ავტომობილი გატეხეს [photo]

2020-12-13 11:40:18

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ე.წ. კომენდანტის საათის დროს "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი გატეხეს.

როგორც "ინფო რუსთავს" ამ ქუჩაზე ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ნინო მაღედანმა, განუცხადა, შემთხვევა მისი სახლის წინ დილის 5 საათზე მოხდა.

მისი თქმით, მეზობლის ავტომობილის გატეხვამდე ერთი დღით ადრე ღამის თერთმეტ საათზე უცხო პირი მის სახლში შეჭრას ცდილობდა.

"ღამე 11 საათზე პირდაპირ შემოდიოდა ჩემთან. კარი მქონდა ჩაკეტილი, კარებს ორჯერ მოაწვა, ძაღლმაც დაიყეფა და მეც გავიგე ხმა. გარე განათება ავანთე, რომ დამენახა, თუმცა გაიქცა.

ჩემს მეზობელს, რომელიც ჩემი სახლის წინ ხშირად აყენებს ავტომობილს  ყოველი შემთხვევისთვის ვუთხარი, რომ ასეთ რაღაცას ჰქონდა ადგილი. ვისაუბრეთ დაცვის საშუალებებზე, ვიდეო კამერები დაგვეყენებინა თუ სხვა. ეს საუბარი შედგა, გავაკეთეთ მონახაზი, რომ მეორე დღეს ავირჩევდით რომელიმეს აქედან.

დილით 5 საათისთვის, გატეხვის დროს ავტომობილის სიგნალიზაცია ჩაირთო. გავიგე, თუმცა ხმა სუსტად ისმოდა. ავანთე გარე განათება და, როგორც მეზობელმა მითხრა, ვიღაც ბიჭი გაიქცა. ალბათ იფიქრა, რომ პატრონი ვიყავი და გარეთ გასვლას ვაპირებდი. შორიდან აკვირდებოდა სიტუაციას და მერე ისევ უკან დაბრუნდა, რადგან შემდეგ ისევ ჩაირთო ავტომობილის სიგნალიზაცია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ნინო მაღედანმა.

მისი განცხადებით, პირი, რომელმაც ავტომობილის მინა ჩაამტვრია, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცია. მან ავტომობილიდან ვერაფრის წაღება ვერ მოახერხა.

ნინო მაღედანის თქმით, ავტომობილის გატეხვის შესახებ სამართალდამცავებისთვის ცნობილია და გამოძიებაც დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები