რუსთავში კოვიდ19-ით ქალი გარდაიცვალა.
ინფიცირებული ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა.
ცენტრის ინფექციონისტის მაია რაზმაძის თქმით, 70 წლამდე ქალი მათთან 30 ნოემბერს შეიყვანეს.
მისი თქმით, ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.