ერთმანეთის მიყოლებით 2 ავარია მოხდა [photo]

2020-12-04 00:01:05

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუნესთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა.

სასწრაფო დახმარებას ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდა, რა დროსაც თავადაც ავარიაში მოყვა.

შემთხვევის დროს დაშავებული სამი პირი, ერთი პაციენტი და სასწრაფოს 2 თანამშრომელი, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორ "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე  მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: My city - Chkhorotsku

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები