რუსთავში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
71 წლის ქალი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობდა.
როგორც კლინიკის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კოვიდინფიცირებული პაციენტი კლინიკაში 9 ნოემბერს შეიყვანეს.
ქალს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.
გარდა ამისა, ქალაქში გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც, ბოლო 24 საათში კოვიდ19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვილნდა. ორივე მათგანი ცენტრალური კლინიკის ცხელების ზონაში დადასტურდა.