ორმაგი ავარია რუსთავში [video]

2020-11-30 00:02:23

რუსთაში, მეგობრობის გამზირზე ორმაგი ავარია მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თავდაპირველად "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი "ტოიოტას" მარკის ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. პატრულის გაჩერებულ ეკიპაჟს კი "ფიატის" მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც ადგილზე კიდევ ერთი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები