ვინ არიან გარდაცვლილი რუსთაველები [photo]

2020-11-29 00:02:00

ქარელში მომხდარ უბედურ შემთხვევას 2 რუსთაველის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და კომატოზურ მდგომარეობაშია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილები 37 წლის გია სხილაძე და 34 წლის დავით ბაციკაძე არიან, ხოლო კომაში მყოფი პირი 31 წლის კახა ყულიჯანაშვილია.

დავით ბაციკაძეს 3 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა, გია სხილაძე კი დასაოჯახებელი იყო.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, სამი ახლო მეგობარი ქარელში სამუშაოდ იმყოფებოდა. ბინა, რომელშიც მამაკაცები იპოვეს, მათ ნაქირავები ჰქონდათ.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ამას  ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საქმე გვაქვს ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები