რუსთავში კოვიდ19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა

2020-11-25 22:26:23

რუსთავში 24 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა.

მათგან ორი, 57 წლის კაცი და 67 წლის ქალი, ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში მოწყობილ კოვიდსამკურნალო ცენტრში მკურნალობდა.

კლინიკის ინფექციონისტის მაია რაზმაძის განცხადებით, 67 წლის ქალი კლინიკაში 17 ნოემბერს შეიყვანეს და მას არტერიული ჰიპერტენზია აწუხებდა, ხოლო 57 წლის მამაკაცი 24 ნოემბერს მოათავსეს კლინიკაში. ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მესამე გარდაცვლილი პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, კლინიკა "რუსთავის" კოვიდცენტრში იყო მოთავსებული და ის სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები