დაკარგული ბავშვი იპოვეს

2020-11-11 18:56:35

თბილისში, ორთაჭალაში დაკარგული 14 წლის ლუკა კოპალიანი ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ გაჩერებაზე იპოვეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მოზარდის მშობბელმა განუცხადა.

"მიცკევიჩზე დავდივართ სამეცადინოდ აუტიზმის ცენტრში და მითხრა იქ მივდიოდიო. დღეს წესით უნდა წავსულიყავით, მაგრამ პანდემიის გამო დაიკეტა. ეტყობა ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ უნდა წასულიყო და ფეხით წავიდა. კამერებმა დააფიქსირა, რომ ფეხით მივიდა იქამდე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ქეთი თიკანაშვილმა.

მისი თქმით, ბავშვი სამართალდამცავებმა იპოვეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები