თბილისში 14 წლის ლუკა კოპალიანს ოჯახის წევრები ეძებენ.
როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვის დედამ განუცხადა, ბიჭი სახლიდან დღის 12 საათზე ორთაჭალაში სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
"გორგასლის 8 ნომერიდან გავიდა და ჩვენს ეზოში წყალკანალის ოფისთან კამერებიდან ნახეს, რომ გზაზეა გასული. აცვია ხორცისფერი პულოვერი, ლურჯი სპორტული შარვალი, სამხედრო ჟილეტი და თვალში საცემი რაც უნდა იყოს, აცვია სახლის ჩუსტები",- განუცხადა ინფო რუსთავს ქეთი თიკანაშვილმა.
თუ გაქვთ ინფორმაცია 14 წლის ლუკას ადგილსამყოფელზე დაუკავშირდით დედას. ქეთი თიკანაშვილი - 555 68 08 70.