სავტომობილო კოლონა რუსთავის ქუჩებში

2020-11-10 18:40:50

რუსთავის ქუჩებში ეთნიკურად აზერბაიჯანლებმა საავტომობილო მსვლელობა მოაწყეს.

ხმოვანი სიგნალებითა და ავტომობილებზე დამაგრებული აზერბაიჯანი-საქართველოს დროშებით ქალაქის ქუჩები შემოიარეს.

საავტომობილო მსვლელობით მათ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღნიშნეს.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამი ალიევმა, და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რითაც მთიან ყარაბღში სამხედრო დაპირისპირება დასრულდა.

შეთანხმების მიხედვით 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს, აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს 2020 წლის 20 ნოემბრამდე უბრუნდება, 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5 კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას.

ამ შეთანხმებას უკმაყოფილება მოყვა სომეხი ხალხის მხრიდან. გასულ ღამეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს, შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენენ.

აზერბაიჯანის ქუჩებში კი, როგორც რუსთავში, ხალხმა საავტომობილო მსვლელობა მოაწყო და შეთანხმება იზეიმეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები