რუსთავში კორონავირუსული ინფექციის კიდე 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" N2 დიაგნოსტიკური კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან ადამიამ დაუდასტურა.
მისი თქმით, კორონავირუსზე აღებული 36 ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ყველა პაციენტი რუსთაველია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ით ინფიცირებული პაციენტთა რიცხვი რუსთავში 39-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის 3 შემთხვევა, დილის მონაცემებით, კლინიკა "რუსთავში" არსებულ ცხელების ზონაში დადასტურდა.