ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-11-02 00:25:28

რუსთავში, თოდრიის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ "ტოიოტას" მარკის ჯიპს შეეჯახა, რომელიც დარტყმის ძალით ტროტუარზე ავარდა და კიდევ ერთ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები