ვინ არის რუსთავში გარდაცვლილი ბიჭი [video]

2020-10-27 00:15:19

რუსთავში მოულოდნელად გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭი ნიკოლოზ მედოიძეა. [ვიდეო/video]

21 წლის ბიჭი ახალგაზრდა მომღერალთა გუნდის "თუთარჩელას" ერთ-ერთი წევრი იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის მეგობარმა განუცხადა, ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

"ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა",- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა "ინფო რუსთავს".

მეგობრის თქმით, 21 წლის ახალგაზრდა კოვიდსამკურნალო სასტუმროდან 25 ოქტომბერს გამოწერეს, სადაც უსიმპტომო კორონავირუსის გამო იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,  21 წლის კოვიდგამოჯანმრთელებულის გარდაცვალების სავარუდო მიზეზი გულის გაჩერებაა. ამის შესახებ, ჯანდაცვაში საგანგებო ბრიფინგის დროს ისაუბრეს.

მათი ცნობით, იგი კორონავირუსისგან განკურნებული იყო და ექიმის შეფასების შემდეგ, პაციენტი თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, მას არ აღენიშნებოდა ჩივილები და სიმპტომები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები