წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მამასთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მამაკაცს ბავშვი დაუსხლტა და ავტომობილი დაეჯახა.
ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზეა.
როგორ "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადდეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას ან ექსპლუატაციის დარღვევას ნიშნავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.