სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც წიგნის ფორმის ტორტს ჭრიან, საზოგადოების მხრიდან განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.
მათი თქმით, ტორტი ბიბლიის ფორმისაა და ბიბლიის ტორტის დაჭრა მკრეხელობაა.
ტორტი რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიაში ნაყოფიერების დღესასწაულის აღსანიშნავად გაიჭრა.
როგორც "ინფო რუსთავს" ეკლესიაში განუცხადეს, ტორტი არ იყოს ბიბლიის ფორმის და მას მხოლოდ წიგნის ფორმა ჰქონდა, რომელზეც ეკლესიის ლოგო იყო გამოსახული.
"ეს არის აბსოლუტურად გადაჭარბებული ინფორმაცია, იმიტომ რომ ტორტს არ ჰქონია ბიბლიის ფორმა და არ იგულისხმებოდა აქ ბიბლია, ეს იყო ტორტი, რომელსაც ჰქონდა წიგნის ფორმა და მასზე დატანილი იყო რუსთავის ევანგელისტურ-პროტესტანტული ელკესიის ლოგო. ეს მიეძღვნა რუსთავის ეკლესიაში ნაყოფების დღესასწაულს, რომელსაც დაემთხვა ახლად მოწყობილი სატრაპეზოს გახსნა...
ჩვენთვის ბიბლია არის წმინდა წიგნი, წმინდა წერილი. ჩვენ ბიბლიას ვუფრთხილდებით და არამარტო ვუფრთხილდებით, ჩვენ ყოველდღიურად ვასრულებთ და ვცდილობთ ბიბლიის თანახმად ვიცხოვროთ",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" რუსთავის ვანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში.