რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთ წევრს კოვიდ19 დაუდგინდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საკრებულოში განუცხადეს, ინფიცირებული დეპუტატი ბოლოს 6 ოქტომბერს საკრებულოს სხდომას დაესწრო. მას შემდეგ კი საკრებულოში არ ყოფილა და შესაბამისად სხვა თანამშრომლებთან კონტაქტიც არ ჰქონია.
საკრებულო ჯერ-ჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.