რუსთავში "ვი-თი-ბი" ბანკის თანამშრომელს კოვიდ19 დაუდასტურდა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცხელების ზონის ინფექციონისტმა მაია რაზმაძემ განუცხადა გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორისა ბანკის თანამშრომელიც.
მეორე ინფიცირებული პირი მომღერალთა ჯგუფ "თუთარჩელას" კონტაქტია.
ხოლო მესამე პაციენტის ინფიცირებულის წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.