რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა გარდაცვლილი ბიჭის ცხედარი იპოვეს. [video/ვიდეო]
მოზარდის საძიებო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული.
როგორც ინფო რუსთავს თვითმხილველმა მეთევზემ განუცხადა, 3 არასრულწლოვანი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე თამაშობდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.