აზერბაიჯანისა და სომხეთის შეთანხმება

2020-10-10 11:17:50

აზერბაიჯანი და სომხეთი დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მხარეებს შორის მოლაპარაკება რუსეთში, მოსკოვში 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა.

შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბერს ჩვენი დროით 12 საათიდან შევა. მხარეებს ტყვეებისა და გარდაცვლილების გაცვლის საშუალება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის ყარაბაღის გამო 2020 წის 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან 300 ადამიანი ემსხვერპლა სამხედრო დაპირისპირებას, რამდენიმე ათასი ადამიანი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. გარდაცვლილებს შორის როგორც სამხედროები, ასევე სამშვიდობო მოქალაქებიც არიან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები