როგორი იყო 12 წლის წინ რუსთავი [photo]

2021-01-17 01:02:31

შესაძლოა ერთი შეხედვით განსხვავება ახლადნელ და 12 წლის წინანდელ რუსთავს შორის თვალსაჩინო არ იყოს, თუმცა 12 წლიანი სხვაობა სატელიტის ფოტოებიდან კარგად ჩანს.

ქალაქს ახალი შენობა-ნაგბობები შეემატა, იერსახე შეიცვალა რამდენიმე ქუჩამაც.

"ინფო რუსთავი" გთავაზობთ 2009 წლის ივლისისა და 2020 წლისს მაისში სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს ადგილებიდან, რომლებმაც ბოლო 12 წელში რადიკალური ცვლილება განიცადეს.

1. ავტობაზრობა - 2009 წლის სატელიტის ფოტოზე ჩანს, რომ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია ავტობაზრობის მშენებლობისთვის გარკვეული სამუშაოები.


2. ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი - 2009 წელს ჯერ კიდევ არაა დაწყებული რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა.


3. 21-ე მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია - წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ცარიელი მდელოს გარდა არაფერი იყო. დღეს აქ რუსთავის საფეხბურთო აკადემიაა.


4. მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია - ისევე როგორც 21-ე მიკრორაიონში, ამ ტერიტორიაზეც ცარიელი მინდორის გარდა არაფერი იყო, ახლა იქ რაგბის სტადიონია.


5. სახელმწიფო რწმუნებულის, იუსტიციისა და ქორწინების სახლები- 12 წლის წინ ამ ტერიტორიაზე არაფერი იყო. ახლა ამ ადგილას სახელმწიფო რწმუნებულის, იუსტიციისა და ქორწინების სახლის შენობებია, ასევე გასართობი ატრაქციონების პარკი.


6. გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია - დღეს ამ ტერიოტრიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელობის მემორიალია განთავსებულია.


7. კოსტავას გამზირი - ცოტახნის წინ ძველ რუსთავში კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, განსხვავება ძველ და ახალ კოსტავას, რაც კოსმოსიდან ჩან არის გზის ზედაპირი და შენობების სახურავები.


8. რუსთავის ცენტრალური მოედანი - წლების წინ ამ ადგილზე, საავტომობილო გზა იყო, რომელსაც ქალაქში მოძრავი თითმიქის ყველა მიკროავტობუსი გადიოდა.


9. რუსთავის ცენტრალური პარკი - განსხვავება 2009 წლისა და 2020 წლის ფოტოებს შორის შესამჩნევია. პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო ამფითეატრი, მოსასვენებელი სივრცეები, ბავშვთა გასართობი კუთხეები, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო არის ის, რომ იკლო ხეების რაოდენობამ. 2009 წლის სატელიტის ფოტოზე კარგად ჩანს, რომ პარკის ტერიტორი უფრო გამწვანებული იყო, ვიდრე ახლაა.


10. რუსთავის სასაფლაო - 2009-სა და 2020 წლის სატელიტის ფოტოებზე ჩანს, რომ სასაფლაოს ტერიტორია დაახლოებით 1,5-ჯერ გაიზარდა.

ფოტოები მომზადებულია პროგრამა Google earth-ზე დაყრდნობით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები