რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის დაწყებითების ერთ-ერთი კლასის 27 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
ისინი სწავლას დისტანციურ ჯეჟიმში გააგრძელებენ.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
კლასის იზოლაციაში გადასვლის მიზეზი ერთ-ერთი მოსწავლისთვის კორონავრუსის დადასტურება გახდა.
ბეგაშვილის განცხადებით, ბავშვი ხუთშაბათსა და პარასკევს სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდა.
მე-7 სკოლა კი კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სასწავლო პროცესს, თუმცა, დავით ბეგაშვილის თქმით, სკოლას უსაფრთხოებისა მიზნით დეზინფექცია ჩაუტარდება.
მისივე განცხადებით, ინფიცირებული პირველკლასელის მდგომარეობა ამ დროისთვის მსუბუქია და ის კოვიდსამკურნალო ცენტრშია გადაყვანილი.