რუსთავში სკოლის მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს

2020-10-04 12:42:28

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე იზოლაციაშია.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ დაუდასტურა.

ბავშვის იზოლაციაში გადაყვანის მიზეზი მისი მშობელია, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

ინფიცირებულის შვილი ხუთშაბათსა და პარასკევს სკოლაში იმყოფებოდა.

ხამხაძის განცხადებით, სკოლას ჯერ-ჯერობით რაიმე სახის რეკომენდაცია არ მიუღია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები