მარნეულში ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2020-09-29 22:25:31

მარნეულში მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნაცემია მთავარი არხის 4 თანამშრომელი, მათ შორის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი. ასევე ნაცემია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა.

დაშავებულები ავერსის კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს მოხდა.

ქვემო ქართლის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

მათ შორის გამოძიება დაიწყო ჟურნალისტების ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის  კოდექსის 154-ე მუხლით.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები