საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგა.
თანამდებობის დატოვების მიზეზი საარჩევნო კამპანიაში ჩაბმა გახდა.
მისი თქმით, ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩაერთვება და მას კანონი ავალდებულებს, რომ თანამდებობა დატოვოს.
ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" პროპორციული სიის მე-4 ნომერია. ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელიც 2012 წლის შემდეგ არ შეცვლილა.