რუსთავის ცენტრალური ხიდიდან 28 წლის გოგომ გადახტომა სცადა. [ვიდეო/video]
როგორც "ინფო რუსთვს " თვითმხილველმა შაკო ქუსიკაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდა გოგო ხიდის მოაჯირზე იყო გადასული და გადახტომას აპირებდა, თუმცა გადააფიქრებინა და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანა.
"ვივარჯიშე და პარკიდან რომ ამოვდიოდი მეგონა, მეთევზე იყო, რადგან ხშირად დგანან ხოლმე აქ. რომ მივუახლოვდი მერე დავინახე, რომ გოგო იყო.
თვითონაც დაძაბული იყო, მეც დავიძაბე, რადგან არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. დავინახე, რომ ტელეფონი და საფულე მოაჯირზე ედო და გადახტომას აპირებდა. მეც რომ მივუახლოვდი შეეშინდა, მოვეხვიე და თვითონაც ჩამეხუტა, მერე უცბათ ქალბატონები მოვიდნენ და დამეხმარნენ, რომ გადმოგვეყვანა. შემდეგ დავამშვიდეთ კიდევაც",- უცხადებს "ინფო რუსთავს" შაკო ქუსიკაშვილმა.
მისი განცხადებით, ახალგაზრდა გოგო მძიმე ემოციურ და შოკურ მდგომარეობაში იყო.
სუიციდის მცდელობა კი პირადი პრობლემების გამო ჰქონდა.