საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით რუსთავში სულ 128 700 ადამიანი ცხოვრობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ 10 წლიან დემოგრაფიულ სტატისტიკას.
2010-დან 2019 წლის ჩათვლით ქალაქში სულ 18 686 ბავშვი დაიბადა. ყველაზე მეტი კი 2014 წელს დაიბადა და მათი რიცხვი 2147 იყო. ხოლო ყველაზე ცოტა,1575 ბავშვი, 2019 წელს.
მონაცემთა ანალიზის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წლიდან 2015 წლამდე რუსთავში ახალშობილთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებდა, ხოლო 2015 წლის შემდეგ კლებისკენ წამოვიდა.
ასე გამოიყურება რუსთავში შობადობის ბოლო 10 წლის სტატისტიკა.
2010 - დაიბადა 1896 ბავშვი
2011 - დაიბადა 1882 ბავშვი
2012 - დაიბადა 1687 ბავშვი
2013 - დაიბადა 1740 ბავშვი
2014 - დაიბადა 2147 ბავშვი
2015 - დაიბადა 2026 ბავშვი
2016 - დაიბადა 1940 ბავშვი
2017 - დაიბადა 1948 ბავშვი
2018 - დაიბადა 1845 ბავშვი
2019 - დაიბადა 1575 ბავშვი
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2010-დან 2019 წლის ჩათვლით რუსთავში სულ 11 848 ადამიანი გარდაიცვალა.
ყველაზე მეტი 2010 წელს და მათი რიცხვი 1331 ადამიანი იყო, ხოლო ყველაზე ნაკლები 2015 წელს, 1090.
მკვეთრი ზრდა ან კლება ბოლო წლების განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვის არ ყოფილა.
ასე გამოიყურება რუსთავში გარდაცვალების ბოლო 10 წლის სტატისტიკა.
2010 - გარდაიცვალა 1331 ადამიანი
2011 - გარდაიცვალა 1172 ადამიანი
2012 - გარდაიცვალა 1171 ადამიანი
2013 - გარდაიცვალა 1258 ადამიანი
2014 - გარდაიცვალა 1162 ადამიანი
2015 - გარდაიცვალა 1090 ადამიანი
2016 - გარდაიცვალა 1214 ადამიანი
2017 - გარდაიცვალა 1116 ადამიანი
2018 - გარდაიცვალა 1182 ადამიანი
2019 - გარდაიცვალა 1152 ადამიანი