შეიცვლება თუ არა სწავლის დაწყების თარიღი

2020-09-22 15:48:17

საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ და გადაწყვეტილება საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

"დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აქამდე არ გაჟღერებულა, მიღებული არ ყოფილა. თუ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეგატყობინებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, გაბუნიას თქმით, ეს დამოკიდებულია საერთაშორისო რეკომენდაციებზე.

"უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, იქიდან გამომდინარე, თუ რაიმე რეკომენდაციას მოგცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია", - განცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა დიდი ქალაქების საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს, 15 სექტემბრიდან კი სწავლება დაიწყო დისტანციურ რეჟიმში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები