რუსთავის ტბაში თევზები დაიხოცა [photo]

2020-09-18 19:24:42

რუსთავის ცენტრალური პარკის ტბაში თევზები დაიხოცა.

დახოცილი თევზების შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთაველებმა შეატყობინეს.

ადგილზე მისულ საინფორმაციო სააგენტოს გადამღებ ჯგუფს ტბის ზედაპირზე ამოტივტივებული რამდენიმე ათეული დიდი და პატარა ზომის მკვდარი თევზი დახვდა.

რა გახდა თევზის დახოცვის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები