ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-09-17 23:31:27

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაოშემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაცით, გაჩერებულ სატვირთოს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ერთი გარდაიცვალა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორ საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები