გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
როგორც "ინფო რუსთავს" გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ განუცხადა, მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათში ვირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
მისი თქმით, სამივე მათგანი მანამდე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
ერთი მანამდე ინფიცირებულის ოჯახის წევრია, ორი კი მეზობელი.