დედა შვილს ავტომობილით დაეჯახა

2020-08-28 11:03:20

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ წყაიაში დედა 9 წლის შვილს ავტომობილით დაეჯახა.

ადგილობრივების თქმით, ქალმა ბავშვი ვერ დაინახა.

დაშავებული მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც 2 ოპოერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი სასწრაფო დახმარებამ სპეციალიზირებლი მანქანით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები