ბათუმში უხვი ნალექის გამო დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, შავშეთის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩები დაიტბორა.
საკურორტო ქალაქში დილიდან გადაუღებლად წვიმს.
"ბათუმის წყალის" განცხადებით, სანიაღვრე ჭები გაწმენდილი იყო, თუმცა არხებმა უხვი ნალექი გაატარება ვერ მოახერხეს.
აღნიშნულ მონაკვეთებზე ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.
შეგახსენებთ, რომ ამინდის პროგნოზის მიხედვით 21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.